სასწავლო პროექტი

“ციხე–კოშკები ცად ასულან 
ლოცვა–ვედრებად“

პროექტის იდეა: ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, განუვითარდებათ კვლევა–ძიების და ჯგუფური მუშაობის უნარი.

პროექტის მიზანი: ინფორმაციისა და თვალსაჩინო მასალის მოძიება, წარდგენა ჟურნალის სახით.

მონაწილეთა ასაკი: 10–11 წ.

ვადების ხანგრძლივობა: 15 დღე.

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული  ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ და გამოაქვეყნებენ მათ მიერ შექმნილ ჟურნალში.

პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ჟურნალ–გაზეთები, რვეული, კალამი, სახელმძღვანელო.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. მოსწავლეები ირჩევენ საპროექტო თემას.
აქტივობა2. კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს ვაძლევ დავალებას: მოიძიოს ინფორმაცია ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ, მეორე ჯგუფმა კი მოიძიოს ფოტოები.
აქტივობა 3. მოპოვებული მასალის დახვეწა და სინთეზირება.
აქტივობა 4. ჟურნალის გამოშვება.

საგნებთან/ეროვნულ–სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ისტორია, ისტ–ი, ლიტერატურა.

შედეგი თვალსაჩინოა თუ:
მოსწავლე მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად, ანაწილებს ფუნქციებს, ითვალისწინებს და იყენებს გუნდელების შესაძლებლობებს, ეხმარება კლასელებს შემოქმედებით და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში, შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას, თანამშრომლობს სხვებთან საერთო მიზნის მისაღწევად, კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს, საუბრობს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების ფუნქციურ დანიშნულებაზე.

პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ეგნატიევი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: laliegnatievi@gmail.com